საწრეო მუშაობა
მათემატიკა
მასწავლებელი:ლია ქავთარაძე
სკოლა:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა.
წრის მუშაობის მიზანი:მოსწავლეებში მათემატიკის ინტერესის გაღვივება,ცოდნის გაღრმავება,კვლევა-ძიების უნარების განვითარება.მათემატიკაში ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით.ასევე დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და მის ამაღლებაში,რაც გაუზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას.
საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს ,სავარჯიშოებს,დამხმარე მასალას.ყურადღებას გავამახვილებ მათემატიკური უნარების განვითარებაზე.გამოვიყენებ რესურსებს:დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები,მარკერი,პროექტორი,ბუკები,შუქნიშნის ბარათები.
წრის მოსწავლეთა სია
მარიამ აფციაური
შიო ჯავახიშვილი
წრის პროგრამა
მე-4 კლასი 2019 სასწავლო წელი I-ლი სემესტრი.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ ხუთშაბათს (45წთ)
03.10.2019
|
მიზნის გაცნობა
გამეორება,ნატურალური
რიცხვები 1000-მდე.
|
10.03.2019
|
რიცხვების
შედარება და დალაგება
რიცხვების
დამრგვალება ,შეამოწმონ თავიანთი ცოდნა დამატებითი ამოცანები.
|
17.10.2019
|
ნატურალური
რიცხვები მილიონამდე
ჩავწეროთ
ათასზე მეტი ნატურალური რიცხვები
შევადაროთ
და დავალაგოთ ნატურალური რიცხვები
|
24.10.2019
|
ვსწავლობთ
და ვიყენებთ სვეტოვან დიაგრამებს.დამატებითი ამოცანები
|
07.11.2019
|
მეორე
თავის შემაჯამებელი ამოცანები.
|
14.11.2019
|
ნატურალური
რიცხვების შეკრება და გამოკლება.
ორნიშნა
რიცხვების შეკრება ჯამის შეფასება დამრგვალებით.
|
21.11.2019
|
დიდი
რიცხვების შეკრება,შევარჩევთ შეკრების წესს.
|
28.11.2019
|
ორნიშნა
რიცხვების გამოკლება.სხვაობის შეფასება დამრგვალებით.
|
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებთან:
- კითხულობს რიცხვებს, სხვადასხვა მოდელის
გამოყენებით გამოსახავს რიცხვებს და ახდენს პოზიციური სისტემის დემონსტრირებას
(მაგალითად სტრუქტურირებული საგანთა ერთობლიობა, რიცხვით სხივზე);
- ასახელებს რიცხვის ჩანაწერში თანრიგებში
მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო
შესაკრებთა ჯამის სახით;
- იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას,
ალაგებს მოცემულ ოთხ/ხუთ რიცხვს ზრდით ან კლებით;
- ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო
რიცხვებს, აგრეთვე უახლოეს ათეულს, ასეულს, ათასეულს; ნებისმიერი ოთხნიშნა, ხუთნიშნა
რიცხვიდან ითვლის თანრიგების შესაბამისი ბიჯით წინ/უკან.
მოსალოდნელი შედეგები
წრეზე განსახილველი
საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო,
ასევე მათემატიკური უნარების განვითარებას. მოსწავლეები წრეში მუშაობის შედეგად გამოავლენენ
და განიმტკიცებენ ცოდნას მათემატიკის შესახებ. გაიზრდება მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკისადმი.
დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზის, დაკვირვებისა და კვლევა-ძიების
უნარის განვითარებას ცალკეული საკითხების დასამუშავებლად, რაც თავისთავად აისახება
მათ პიროვნულ განვითარებაზე. ასევე წრეში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სხარტი აზროვნების
ჩამოყალიბებას, თანამშრომლობის უნარის განვითარებას, პასუხისმგებლობის გაზრდას.
შეძლებენ ტესტუტრი სავარჯიშოების შესრულებას. განუვითარდებათ
ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევები.დაინტერესებულნი იქნებიან სააზროვნო ამოცანების ამოხსნთ.
შეძლებენ მათემატიკური ოპერაციებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას.შეძლებენ
შეძენილი ცოდნის გამოყენებას საყოფაცხოვრებო ვითარებაში.
მშობლების
გამოკითხვის ანკეტა
( საწრეო მუშაობის დაწყებამდე)
სახელი და გვარი---------------------------------------------
მოსწავლის სახელი და გვარი----------------------------------
1. თანახმა
ხართ, რომ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
ა) დიახ
ბ) არა
2. ხართ თუ
არა ინფორმირებული საწრეო მუშაობის განრიგისა და გეგმის შესახებ?
ა) არა ბ)დიახ
3. როგორ
ფიქრობთ, აღნიშნული საწრეო მუშაობა შეუწყობს თუ არა ხელს თქვენი შვილის ცოდნის
გაღრმავებას?
ა) დიახ ბ) ნაწილობრივ
გ) არა
4. როგორ
ფიქრობთ, რამდენად არის მორგებული წრის მუშაობის გეგმა თქვენი შვილის ინტერესებზე?
ა) ნაწილობრივ შეესაბამება ბ) არ
შეესაბამება გ) სრულად შეესაბამება
5. ელოდებით
თუ არა შედეგს საწრეო მუშაობის დასრულების შემდეგ?
ა) ველოდები
ბ) ნაწილობრივ გ) არ ველოდები
რეფლექსია
2019 წლის პირველ სემესტრში გადავწყვიტე შემექმნა მათემატიკის
წრე,გავითვალისწინე მოსწავლეთა საჭიროებები და ინდივიდუალური შესაძლებლობები.წრეში გაწევრიანებულია 2 მოსწავლე.წრის
მუშაობის დაწყებამდე ვესაუბრე როგორც მოსწავლეებს ასევე მშობლებს და გადავწყვიტეთ შექვექმნა
წრე.გავაცანი პროგრამა და მეცადინეობის დრო.ხუთშაბათს 13სთ15წთ-დან 14სთ-მდე.
პირველ მეცადინეობაზე
მოსწავლეებს გავაცანი მიზანი და გავიმეორეთ ნატურალური რიცხვები 1000-მდე
მეორე მეცადინეობაზე შევადარეთ რიცხვები ერთმანეთს დავამრგვალეთ დაგავაკეთეთ დამატებითი ამოცანები,მესამე
და მეოთხე გაკვეთილებზე ჩავწერეთ ათასზე მეტი
ნატურალური რიცხვები შევადარეთ და დავალაგეთ ნატურალური რიცხვები შევადარეთ და
დავალაგეთ ნატურალური რიცხვები ,გამოვიყენეთ სვეტოვანი
დიაგრამები.მეხუთე და მეექვსე გაკვეთილებზე ვიმეცადინეთ ამოცანებზე და შევაჯამეთ მეორე
თავი.ჩავწერეთ ნატურალური რიცხვები და მათი შეკრება გამოკლება,შეფასება დამრგვალებით.ბოლო ორ შეხვედრაზე ჩავწერეთ დიდი
რიცხვების შეკრება-გამოკლება და დამრგვალება გავაკეთეთ დამატებით ამოცანები.
ყველა შეხვედრაზე
ძალიან აქტიურად იყვნენ ბავშვები ჩართული,განსაკუთრებით
მოეწონათ შემაჯამებელ ამოცანებზე და სვეტოვან
დიაგრამებზე მუშაობა,ვიმუშავეთ ბუკებში,კიდევ მრავალნიშნა რიცხვები წარმოვადგინეთ,,
აბაკზე “გაიგეს აბაკის მნიშვნელობა,რაზეც ძალიან იხალისეს.
ვფიქრობ
რომ საწრეო მუშაობა ნაყოფიერი და სასარგებლო იყო,უკეთესი იქნებოდა მეტი სახალისო აქტივობა
მომეფიქრებინა და ხშირად გამომეყენებინა ბუკი.