Saturday, December 10, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
იაკობ გოგებაშვილი
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:
ბავშვები  გაეცნობიან  იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას,ცხოვრებას და მოღვაწეობას.
3.პროექტის აქტუალობა.
წარმოდგენა შეექმნებათ იმ ადგილის შესახებ სადაც დაიბადა  და ცხოვრობდა და რომ,
მშობლიური ენის შესასწავლად შექმნილი ყველა სახელმძღვანელო ეფუძნება  იაკობ გოგებაშვილის დედაენას
4პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა შეისწავლონ ი.გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. შეიყვარონ მშობლიური დედაენა,შეისწავლონ მისი მნიშვნელობა და გოგებაშვილის წვლილი ქართულ ანბანის შექმნაში.
გამოუმუშავდებათ წიგნთან მუშაობისა და ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევები.
5.მონაწილეთა ასაკი
8–10 წ
6ვადები/ხანგრძლოვოაბ
1–თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.
ეცოდინებათ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია,გაეცნობიან მისი ნაწარმოებების პერსონაჟებს და წარმოადგენენ ილუსტრაციებს, შეაგროვებენ ფოტოებს.
ამ მოპოვებულ ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე
8პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფურცელი,საწერი კალამი,ფანქარი,სახატავი,კომპიუტერი, წიგნი.სახაზავი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
თემის შერჩევის შემდეგ კლასი იყოფა სამ ჯგუფად
პირველ ჯგუფს დაევალება იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის მოძიება
მეორე ჯგუფი დახატავს მისი ნაწარმოებების პერსონაჟებს
მესამე ჯგუფს დაევალება ფოტოების შეგროვება.
შემდეგ ყველა ჯგუფი სათითაოდ აკეთებს  დავალებების პრეზენტაციას.
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.



ქართ. I.  1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.


11.პროექტის ხელმძღვანელი
ლია ქავთარაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
lia.qavtaradze@cmail.com
13პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.
liaqavtaradze.blogspot.com